საპროტესტო გამოსვლები სერბეთში
საპროტესტო გამოსვლებია სერბეთშიც. დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისები დააზიანეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაშავდა ათობით ადამიანი. მათ შორის პოლიციელებიც არიან. საპროტესტო აქციები სერბეთში გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მიზეზი ქალაქ ნოვი-სადში ახლად გარემონტებული სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამოინგრევა გახდა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ სერბეთის მშენებლობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით ის და კიდევ 13 პიროვნება, რომლებიც რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასთან იყვნენ დაკავშირებულნი, დააკავეს.
