ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება
დემონსტრანტთა ჯგუფმა თელ-ავივში აიალონის გზატკეცილი გადაკეტა. მანიფესტანტებმა ადგილზე საბურავები დაწვეს. ისინი ისრაელის ხელისუფლებას ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებდნენ. აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. დაკავებულია 20-მდე აქტივისტი.
