ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ალასკაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ქალაქ ანკორიჯში უკრაინის დროშებით ასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია ორგანიზაცია „სთენდ აფ ალასკის“ მიერ იყო ორგანიზებული. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ პუტინი ომის დამნაშავეა და შეერთებულ შტატებში მის მიწვევას აპროტესტებდნენ.
