„უმაღლესიდან უდაბლესამდე“
ხვალიდან ციფრულ პლატფორმებსა და ამერიკის კინოთეატრებში სპაიკ ლის ახალი ფილმი „უმაღლესიდან უდაბლესამდე“ გამოვა. აკირა კუროსავას 60-იანი წლების კლასიკური თრილერის თანამედროვე ეკრანიზაცია მუსიკის გავლენიანი პროდიუსერის ამბავს გვიყვება. კრიმინალურ დრამაში მთავარ როლს დენზელ ვოშინგტონი ასრულებს, ჰიპ-ჰოპ არტისტის სახე კი რეპერმა ასაპ როკიმ შექმნა. სპაიკ ლის ახალი ფილმი სხვადასხვა ქვეყნის დიდ ეკრანებზე ეტაპობრივად გამოვა