აფხაზეთის ომის დაწყების თარიღი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების დროს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ჯინჭარაძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა. აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა