ამერიკის პირველი ლედი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა და მას ცილისწამებისთვის, კომპენსაციის სახით, შესაძლოა მილიარდი დოლარი მოსთხოვოს
ამერიკის პირველი ლედი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა და მას ცილისწამებისთვის, კომპენსაციის სახით, შესაძლოა მილიარდი დოლარი მოსთხოვოს. მელანია ტრამპი სიცრუეს უწოდებს ჰანტერ ბაიდენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას მომავალი მეუღლე დონალდ ტრამპი სკანდალურად ცნობილმა ჯეფრი ეპშტეინმა გააცნო. მელანია ტრამპის ადვოკატის მტკიცებით, ინტერვიუ ციფრული არხებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რამაც პირველ ლედის უზარმაზარი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა. თუ ჰანტერ ბაიდენი თავის სიტყვებს საჯაროდ არ უარყოფს და პირველ ლედის ბოდიშს არ მოუხდის, მელანია ტრამპი მას სასამართლოში უჩივლებს
