ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება და რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრაა. მანამდე ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო მისიით სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს, ტელეგრაფის ცნობით კი ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა ევროპელ ლიდერებს ალასკაზე ტრამპი პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით უსარგებლო კომენტარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს