დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის განრიგი ცნობილია
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის განრიგი ცნობილია. ლიდერების შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკის ქალაქ ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე ადგილობრივი დროით თორმეტის ნახევარზე დაიწყება. თავდაპირველად, ტრამპი და პუტინი პირისპირ ისაუბრებენ, შემდეგ გაიმართება სამუშაო სადილი და გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ტრამპი პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია დაასრულებს