იუსტიციის მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი პარტნიორობის საკითხები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო რეფორმებს ციფრული მმართველობისა და მიწის რეგისტრაციის კუთხით. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში გატარებული რეფორმები და სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია არსებული ცოდნის სხვა ქვეყნებთან გასაზიარებლად. აღინიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული NSDI გეოპორტალის, „გონიერი კონტრაქტის“ და მიწის სისტემური რეგისტრაციის ინოვაციური ელექტრონული სერვისების ეფექტიანობა და სანდოობა, ქვეყნის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების მთავრობის მიერ ეფექტიანი გამოყენების და განხორციელებული ინვესტიციის შედეგიანობის ნათელი მაგალითია