ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სამ ბრალდებულს - გიორგი მიქაძეს, მამუკა ბაღდავაძეს და გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი პირისპირ წარედგინათ, ხოლო დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს დაუსწრებლად, რადგან ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან. ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალი ედებათ შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის მუხლით, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს გამოძიება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება
