საბერძნეთში მეორე დღეა ძლიერ ხანძარს ებრძვიან
ცეცხლი ქალაქ პატრასთან და ორ ტურისტულ კუნძულთან ახლოს მძვინვარებს. როიტერსის ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის 13 მეხანძრე. ევაკუირებულია 7.500-ზე მეტი მოქალაქე. სტიქიის შედეგად დაზიანდა სახლები, ფერმები და ქარხნები. ბოლო მონაცემებით, ტყის ხანძრის ჩაქრობის პროცესში 5000 მეხანძრეა ჩართული. საბერძნეთის მასშტაბით ცეცხლი 10.000 ჰექტარ ფართობზეა მოდებული.