სერბეთში საპროტესტო აქცია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა
ბელგრადსა და ქალაქ ნოვი სადში არეულობის შედეგად დაშავებულია 60-ზე მეტი დემონსტრანტი და 16 პოლიციელი. ანტისამთავრობო აქციებზე ერთმანეთს ხელისუფლების მომხრეები და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დემონსტრანტებმა არეულობისას ხელკეტები და ფოიერვერკები გამოიყენეს, სამართალდამცველებმა კი წესრიგის აღსადგენად - წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდ ვუჩიჩმა ძალის გამოყენებაში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები დაადანაშაულა და თქვა, რომ სამართალდამცველების რეაგირებამდე ვითარება სამოქალაქო ომის პირას იყო მისული.