"ტაიმსის" ცნობით დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარებს არ გააგზავნის
ლონდონი უარს ამბობს ეგრეთ წოდებული „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სამშვიდობო მისიით სამხედროები მიავლინოს. გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მიზნით, 30 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის გეგმა უარყო. ამის ნაცვლად დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მოკავშირეებს უკრაინის დასავლეთ რეგიონების საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერება და უკრაინელი სამხედროების გადამზადება შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს ლონდონში კირ სტარმერს ხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა ტრამპი პუტინის მოსალოდნელი შეხვედრაა.