ტელეგრაფის ცნობით უკრაინიდან 650 ათასი მამაკაცია გახიზნული
გამოცემა წერს, რომ უკრაინელების დიდ ნაწილს ომში წასვლა არ სურს, ამ საკითხს ტელეგრაფმა ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით- რატომ არ სურთ უკრაინელებს ზელენსკისთვის ბრძოლა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით, მილიონობით უკრაინელი მამაკაცი, რომლებმაც ქვეყნიდან გაქცევა ვერ შეძლეს, მიმალულია. გამოცემა ასევე წერს, რომ უკრაინის არმიაში იზრდება დეზერტირების რიცხვიც. ჯარის ნაწილებს ყოველდღიურად 400-ზე მეტი სამხედრო პირი თვითნებურად ტოვებს.