ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა
კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი ევროკომისიამ გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი_63% მიიღო. ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: მათ შორის პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს. მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობების ინსტიტუციური სიძლიერე შეფასდა 4 კრიტერიუმით: კოორდინაცია; მონაცემთა შესაძლებლობები; იმპლემენტაცია; ბიუროკრატიის ხარისხი. საქართველო კოორდინაციის მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა; ბიუროკრატიის ხარისხით კი 25-ე პოზიცია დაიკავა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.
