ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი ფუნდამენტურად სცდება ევროპულ კავშირს
ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს, ნაწილი კონკრეტულ კითხვებზე არ პასუხობს. ქართული ოცნებისთვის კი მიუღებელი და უსამართლოა ქართველი ხალხის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით და ისეთ კანონმდებლობაზე აპელირება, რომლებიც გამჭვირვალობას და ოჯახური ღირებულებების დაცვას უზრუნველყოფს. ბრიუსელის მოთხოვნების პარალელურად, მმართველი გუნდი ევრობიუროკრატებს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, როგორი მიდგომა აქვთ პარტნიორების მიმართ.