ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ დღეს სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების პროცესი გაიმართება
სამ ბრალდებულს - გიორგი მიქაძეს, მამუკა ბაღდავაძეს და გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი პირისპირ წარედგინათ, ხოლო დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს დაუსწრებლად, რადგან ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან. ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალი ედებათ, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვის მუხლით, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს გამოძიება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. ბრალდებულების ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. საქმის დეტალები და მოტივი განმარტა პროკურორმა.
