ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ადვოკატი დეტალურად განმარტავს გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეს. ადვოკატი წერს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს არ აქვს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები, ამიტომ ის ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე. წ დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე. ადვოკატი აცხადებს, რომ აბსურდია ბაჩიაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა მას მოსთხოვა ანტიდასავლური რიტორიკის წარმოება. ისევე, როგორც ტყუილია, თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპატიებისა თუ მხარდაჭერის გამო მიმდინარეობს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.