უოლ სტრიტ ჯორნალის ინფორმაციით, ტრამპი არ გეგმავს უკრაინის ტერიტორიული საკითხების განხილვას პუტინთან შეხვედრაზე
ამერიკის პრეზიდენტის მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებამდე მან „წითელი ხაზები“ ევროპასთან შეათანხმა. უოლ სტრიტ ჯორნალი ასევე აღნიშნავს, რომ ალასკაში შეხვედრა დიალოგის პირველი ეტაპი იქნება, ხოლო მეორე ეტაპის ჩატარება რუსეთში იგეგმება. „ტრამპი თავს წარმოაჩენს შუამავლად ზელენსკისა და პუტინს შორის, თუმცა აღიარებს, რომ კრემლის თანხმობის მიღება ადვილი არ იქნება“, წერს გამოცემა,