ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდ აგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ნინო თანდილაშვილმა საქართველოს წარმატებაზე ილაპარაკა ნარჩენების მართვის კუთხით, როგორც პოლიტიკურ, ისე საკანონმდებლო დონეზე. შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობასა და ნარჩენების მართვის ახალ ინიციატივებზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში, მონაწილეობდნენ 100-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი დონის წარმომადგენელი. მისი მიზანი პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ეროვნული მიღწევებისა და გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება, ინვესტიციების მოზიდვა და ეროვნული პოლიტიკისა და მიდგომის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობაა.