კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 ადამიანი
დაკავებულია 21 წლის წარსულში ნასამართლევი მამაკაცი. გამოძიების ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 21 წლის კაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.