მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. ორი დაკავებული წარსულში ნასამართლევია, ერთი დაკავებული კი ინდოეთის რესპუბლიკის 19 წლის მოქალაქეა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 69 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - „მეთადონი“ და „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
