ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ყველა ბრალდებულის მიმართ დღეს სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების პროცესი გაიმართება
დიღმის მთავარი სამმართველოს დროებით მოთავსების იზოლატორში 5 კაცის მიმართ ბრალის წარდგენა გვიან ღამემდე გაგრძელდა. 3-ს- მამუკა ბაღდავაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილსა და გიორგი მიქაძეს ბრალი პირისპირ წარედგინათ, ხოლო 2 ბრალდებულს გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეს დაუსწრებლად, რადგა ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან. ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს, ბრალდებათ, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვის მუხლით, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს გამოძიება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. საქმის დეტალებსა და მოტივზე ისაუბრა პროკურორმა.
