სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, ჰაერის უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო, ტყის ხანძრებს ებრძვიან
სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, ჰაერის უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო, ტყის ხანძრებს ებრძვიან. საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე მეორე დღეა ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ნავებით მიმდინარეობს. საბერძნეთის მასშტაბით, ბოლო 24 საათში ცეცხლის 150-ზე მეტი ახალი კერა გაჩნდა. ტყის ხანძრებია ალბანეთის სამხრეთ ნაწილშიც, სადაც ასევე მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით, სტიქიის ზონში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სამხედრო პერსონალიც მობილიზებულია.
