რთველი 2025-ის ფარგლებში, ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს
რთველი 2025-ის ფარგლებში, ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია კი აღარ გაიცემა. ცვლილება მთავრობის განკარგულებაში შევიდა. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია.
