საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან
საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ქალაქ პატრასთან, ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, 25 დასახლებული უბნიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ქარხნები. ტყის ხანძარი გავრცელდა ქიოსსა და ზაკინთოსზეც. ცეცხლის ჩასაქრობად 5000-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს. საბერძნეთში ტყის ხანძრებს ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას, ძლიერ ქარსა და გვალვას უკავშირებენ