მსოფლიო ლიდერები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე დონალდ ტრამპის წარდგენას ითხოვენ, წერს თეთრი სახლი
მსოფლიო ლიდერები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე დონალდ ტრამპის წარდგენას ითხოვენ, წერს თეთრი სახლი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ნობელის პრემიაზე ტრამპის ნომინირების მოწოდებით გამოვიდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, კამბოჯის, გაბონის, ისრაელის, პაკისტანისა და რუანდას ლიდერები. კერძოდ, იმ სახელმწიფოების, სადაც დონალდ ტრამპმა კონფლიქტის დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტია