უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში გაემგზავრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში გაემგზავრა. ის ევროპელ ლიდერებსა და შეერთებულ შტატების პრეზიდენტს შორის დაგეგმილ ვიდეო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. დონალდ ტრამპთან საუბრის მთავარი თემა რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა და უკრაინის ომის დასრულების საკითხის განხილვაა. ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას ნატოს გენერალური მდივანიც მიიღებს