ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში უკრაინა და ევროკავშირიც უნდა მონაწილეობდნენ
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში უკრაინა და ევროკავშირიც უნდა მონაწილეობდნენ. BBC-თან საუბრისას საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება კიევის მონაწილეობით უნდა შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვერ დათანხმდება ვერც უკრაინა და ვერც ბრიუსელი