ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, „ელმენდორფ-რიჩარდსონის“ სამხედრო ბაზაზე გაიმართება
ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, „ელმენდორფ-რიჩარდსონის“ სამხედრო ბაზაზე გაიმართება. ადგილმდებარეობა თეთრმა სახლმა დაადასტურა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრესმდივნის განმარტებით, 15 აგვისტოს ლიდერების შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით შედგება. სამიტი ორმხრივია და მასში უკრაინის პრეზიდენტი არ მიიღებს მონაწილეობას. თეთრი სახლის ლიდერი ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისას ეცდება დაადგინოს, არის თუ არა მოსკოვი მზად სამშვიდობო შეთანხმებისთვის
