სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ცხოველთა უფლებადამცველებსა და ვეტერინარებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ცხოველთა უფლებადამცველებსა და ვეტერინარებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა პროგრამის განხორციელების პროცესში ცხოველების აყვანის, ვეტერინარული მანიპულაციების, აღრიცხვის, მონიტორინგისა და არეალში დაბრუნების საკითხებზე იმსჯელეს. სააგენტოს მხრიდან აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება და პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება