საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო საკრებულოსთვის თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები და 45-ზე მეტი, ხოლო თბილისის საკრებულოსთვის 50-ზე ნაკლები და 100-ზე მეტი. რეგისტრირებულმა პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო თბილისის საკრებულოსთვის - ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა