მმართველი პარტია უსამართლოს და უსაფუძვლოს უწოდებს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმების მოთხოვნის დაკავშირებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან
მმართველი პარტია უსამართლოს და უსაფუძვლოს უწოდებს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმების მოთხოვნის დაკავშირებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან. ბრიუსელის მუქარას ქართული ოცნება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და ამას შანტაჟად აფასებს. შეფასებები „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კეთდება. რიკარდ იოზვიაკი საავტორო ბიულეტენში წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ბრიუსელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის, 55%-ის თანხმობა დასჭირდება, რაც, მისივე ინფორმაციით, „როგორც ჩანს, უკვე მიღწეულია“