თურქეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების სპიკერს შეხვდა
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების სპიკერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხარე დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით. შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზეც გამახვილდა ყურადღება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. შეხვედრაზე უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის, მეორე სამუშაო დღე საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საელჩოში სტუმრობით დაიწყო. საელჩოში მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. პრეზიდენტი საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა
