შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა. მათგან ერთ-ერთი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ უკანონო რეალიზაცია მოახდინა. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს
