შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თურქ სამართალდამცველებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თურქ სამართალდამცველებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 ადამიანი დააკავა, ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ისინი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. დაკავებულთა შორის არიან დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებულები. თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს
