ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ ადამიანს ბრალს დღეს წარუდგენენ
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ ადამიანს ბრალს დღეს წარუდგენენ. საქმე ეხება გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილს და მამუკა ბაღდავაძეს. რაც შეეხებათ გიორგი მიქაძის ძმას, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან, მათ ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ. დაკავებულებს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედებათ ბრალად

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები