ტაიფუნის მოლოდინში ტაივანის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ტაიფუნის მოლოდინში ტაივანის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში ხალხის ევაკუაცია დაიწყო. 5 ათასზე მეტი ადამიანი უკვე გახიზნულია. ევაკუაციას არმია ატარებს. ქარის სიჩქარე საათში 191 კილომეტრს აღწევს. ძლიერი ღელვაა სანაპირო ზოლზე. სტიქია ქალაქ ტაიდუმის მიმართულებით მოძრაობს. 9 ქალაქსა და რიგ დასახლებებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შეჩერდა მუშაობა, დაიხურა სკოლები
