მარკო რუბიო: ტრამპი პუტინს რამდენჯერმე ესაუბრა და არაფერი გამოვიდა; ახლა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინი პირისპირ უნდა ნახოს და შეაფასოს
პრეზიდენტი ტრამპი პუტინს რამდენჯერმე ესაუბრა და არაფერი გამოვიდა; ახლა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინი პირისპირ უნდა ნახოს და შეაფასოს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. რუბიო ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტრამპს პუტინისთვის თვალებში ჩახედვა სურს, რათა გაარკვიოს, რა მიზნები აქვს მას. მარკო რუბიომ ისიც აღნიშნა, რომ პუტინის ინიციატივით დაგეგმილი შეხვედრა ტრამპის მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლას არ ნიშნავს