ალექსეი გონჩარენკოს თქმით, ზელენსკის გარემოცვა 5 მილიარდი ევროს გათეთრებას ევროპული ბანკის ყიდვის მეშვეობით აპირებდა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვა 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფულის გათეთრებას ევროპაში ერთ-ერთი ბანკის ყიდვის მეშვეობით განიხილავდა. როგორც დეპუტატი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, საუბრები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის სახლში იმართებოდა, რომელიც მისივე თმით ზელენსკის უახლოესი მეგობარია
