მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება
მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. ქუთაისში, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას გაეცნო და პედაგოგებთან სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა