14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია
14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია. შსს-ს ცნობით ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია სამი ადამიანი, კიდევ ორს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. დაკავებულებს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედებათ ბრალად
