საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება, მანამდე კი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით, დელეგაციასთან ერთად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. განიხილეს ეკონომიკური საკითხები. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ქართველ კოლეგას ვახშამზე მეუღლესთან ერთად უმასპინძლა