ორწლიანი პატიმრობა „ნაცმოძრაობის“ წევრს
2 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიციელისთვის წინააღმდეგობისთვის - თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა. გადაწყვეტილებით კმაყოფილი არც დაცვის მხარეა და არც ბრალდების. განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები