პატიმრობა - ბაჩიაშვილის განაჩენი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11 წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენი ძალაში დატოვა. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავეა დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში და 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. დაცვის მხარე განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები