დღესვე სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა სომეხ კოლეგასთან
მინისტრებმა ვაშინგტონში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმების შესახებ ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილმა, სომეხ კოლეგას ქვეყნებს შორის ისტორიული შეთანხმების მიღწევა მიულოცა. აღინიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.
