საქართველო-სომხეთი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. ფაშინიანმა კობახიძეს მადლობა გადაუხადა მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახლა შესაძლებლობებს უხსნის მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. .