ესპანეთში ტყის მასშტაბური ხანძარი მადრიდს უახლოვდება
ესპანეთში ტყის მასშტაბური ხანძარი მადრიდს უახლოვდება, მეხანძრეები დედაქალაქიდან 23 კილომეტრის დაშორებით მდებარე მუნიციპალიტეტში ცეცხლის კერების ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის გამო ლიონის რეგიონიდან ევაკუირებულია 2000 მოსახლე. ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ხანძარს ებრძვიან პორტუგალიაშიც. ტრანკოსოს რეგიონში გავრცელებული ცეცხლის ჩაქრობას 700 მეხანძრე ცდილობს.