პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი რუსეთს პოლონელებსა და უკრაინელებს შორის შუღლის გაღვივებასა და ვარშავისა და კიევის დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებს
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინელების ანტიპოლონური ჟესტები და პოლონეთში ანტი უკრაინული განწყობის გაღვივება ვლადიმერ პუტინის სცენარია, რომელიც უცხოელი აგენტების მიერაა ორგანიზებული. ცოტა ხნის წინ პოლონეთში სკანდალი მოჰყვა უკრაინელების ქმედებას. მათ კონცერტზე იმ უკრაინული დაჯგუფების დროშა გაშალეს, რომელსაც ვარშავა ვოლინის ტრაგედიის მონაწილედ მიიჩნევს.
