დღეს დიდგორობაა
სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად დიდგორის ველზე მოქალაქეები, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც დიდგორის მემორიალთან მსვლელობა გაიმართა. დიდგორის ველზე შეკრებილებს მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.
